,, თვალი გაუსწორეთ სიმართლეს!” – ბონდო მძინარაშვილი

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,ამ დღეებში აქა-იქ ვკითხულობ, – ოჯახის წევრები დავკარგე; მეგობრები დავკარგე; ნათესავები დავკარგე; ახლობლები დავკარგე…
მე არავინ დამიკარგავს!
იცით, რატომ?!
იმიტომ, რომ პოლიტიკაზე მხოლოდ თანამოაზრეებთან და ოპონენტებთან ვსაუბრობ!
თუ პოლიტიკის გამო ვინმე დაკარგეთ, არავინ და არაფერი დაგიკარგავთ!
ანდა რატომ ფიქრობთ, რომ ვინმე დაკარგეთ?!
იქნებ, თქვენ დაგკარგეს?!
ვერა, მე ვერავის დავკარგავ პოლიტიკის გამო!
მერწმუნეთ, არ ღირს ოჯახის წევრის, მეგობრის, ნათესავის, ახლობლის დაკარგვა!
და აქ არაფერშუაშია პრინციპულობა!
რადგან ვინც დაკარგეთ, პრინციპულობის გამო კი არა, უსიყვარულობის გამო დაკარგეთ!
სიყვარული რომ გქონოდათ, – ოჯახის წევრის, მეგობრის, ნათესავის, ახლობლის, – არ დაკარგავდით!
ვერ დაკარგავდით!
თვალი გაუსწორეთ სიმართლეს!
იმ სიმართლეს არა, თქვენი რომ გგონიათ და იმ თქვენს სიმართლეში თავს კომფორტულად გრძნობთ!
თვალი გაუსწორეთ და თქვით, – გიყვართ ის ოჯახის წევრი, ის მეგობარი, ის ნათესავი, ის ახლობელი?!
თუ გიყვართ, არ დაგიკარგავთ!
თუ არ გიყვართ, ახლა არ დაგიკარგავთ!
რადგან, ვინც უყვართ, იმას არ და ვერ კარგავენ!
ვინც უყვართ, იმას გულით ატარებენ და უფრთხილდებიან! “

ასევე დაგაინტერესებთ