თვალით გაზომილი სიმთვრალე და პოლიციელი, რომელიც რეკეტში შსს–ს ადანაშაულებს – გომელაურის სიძის სკანდალი

ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ლაშა ჯოხაძეს, მისივე თანამშრომელი ანდრია სიხარულიძე, მინისტრის, გომელაურის სიძის დავალებით, პოლიციელების რეკეტში ადანაშაულებს. პატრული სასამართლოზე ამტკიცებს, რომ სწორედ ჯოხიძის მანქანიდან დაემუქრა მას გომელაურის სიძე, რომ ალკოტესტის გამო ციხეში გაუშვებდა.
ლაშა ჯოხაძე, ბრალს უარჰყოფს, თუმცა, არ უარჰყოფს იმას, რომ გომელაურის სიძის ალკოტესტით შემოწმება საბოლოოდ, არ შესრულდა და ამბობს:
თუ ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, რატომ უნდა შეემოწმებინათ?
პატრული, ანდრია სიხარულიძე, სასამართლო პროცესზე, ამბობს:
27 მარტს, მეწყვილესთან ერთად, ჯავახეთის ქუჩაზე ოპერატიულმა მანქანამ გამისწრო და ჩამიკეტა გზა, მძღოლის გვერდზე იჯდა მიხანაშვილი, საჭესთან იჯდა ლაშა ჯოხაზე, ჩემზე ანიშნა, ეს იყოო, მერე მომაძახა, აღარ მიეთრევი სამსახურიდანო? თუ როგორც შენ მადებდი ბორკილებს, მეც ესე დაგიჭიროო?
ანდრია სიხარულიძეს ბრალს სდებენ 300 ლარის ოდენობით ქრთამის აღებაში, საქმემ სააპელციო სასამართლოში გადაინაცვლა. ადვოკატების თქმით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში, მხოლოდ ერთადერთი პირის არათანმიმდევრული ჩვენებაა, და სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა არსეული ჩვენების სიყალბე.
ანდრია სიხარულიძე ამტკიცებს, რომ გომელაურის დის ქმარი, რომელსაც სიმთვრალეზე შემოწმება დაუპირა, ჯერ აგინებდა, შემდეგ კი ცემას უპირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე