თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს – Marao

წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძე უკვე ბებიის ამპლუაშია. რეზი არველაძისა და თეონა თავარქილაძეს ერთი შვილიშვილი, ულამაზესი სოფია ჰყავთ. სოფია ვატო არველაძის და მაკუნა ზედაშიძეს ქალიშვილია. თეონა სოციალურ ქსელში პატარა სოფიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი მოწონება დაიმსახურა.
ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა
რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.
„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, – ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.
კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა:
· ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქართველი: თეონა თავართქილაძის სტილი: როგორ იცვლებოდა ცნობილი დიზაინერი წლების მანძილზე
“მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის”, – იხსენებდა თეონა.