თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“ ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – სუს-ის განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს ს უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა.
მისივე თქმით, საუბედუროდ, სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება და მისი განცხადება სინამდვილეში, პარტიული დანამატის შინაარსის მქონეა.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ასეთი ტიპის განცხადებები ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
“სუს-ის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც ფაქტობრივად, არის “ქართული ოცნების” ფილიალი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას აშინებენ. სუს-ის არა ერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არასდროს დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის რუსეთი. სუს-ის განცხადებაში “ფერადი რევოლუციები”, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს “ფერად რევოლუციებთან” დაკავშირებით, ისევე როგორც, მთელი ეს დრამატურგია, რომელიც აქ არის მოყვანილი, ისევ და ისევ აძლევს ხელს “ქართულ ოცნებას”, განავითარონ ის დრამატული სცენარი, რომელიც მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საფრთხის შემქმნელია,” – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, ში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.
სუს-ის განცხადებითვე, აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, აღნიშნული სავალალო შედეგები კი საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს გაზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ