თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს

წერილი, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნდა, როგორც ჩანს, კარის ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის და იმ შეთქმულების თეორიების ხელწერაა, რომელიც რუსული იდეოლოგიიდან და დუგინიდან მომდინარეობს, – ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ განცხადებით ჩანს, რომ პარტია ერთობლივად დგება სანქციების წინაშე და გარკვეულწილად დასავლეთს იგერიებს.
„მე მახსენდება „რუსული კანონის“ მიღების პერიოდი, როცა ივანიშვილმა „ოცნების“ ყველა დეპუტატს მისცა დავალება, რომ უკლებლივ ყველას ხმა ყოფილიყო ამ კანონზე, რადგან ეს ივანიშვილის წინაშე ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო. პოლიტსაბჭოს განცხადებაც იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორ ფეხზე ღირსებით სვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ ხალხს. შესაბამისად, ეს შეთქმულების თეორიები და პოლიტსაბჭოს განცხადების შათირისეული სტილი, რომელიც ერთი ერთში დუგინს იმეორებს, აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც სანქციების წინაშე უდგას ივანიშვილს და მის რეჟიმს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა