თეონა აქუბარდია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: რეჟიმი კომპენსაციის ამოსაღებად თითს თითზე არ დაადებს (ვიდეო)

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მისი თქმით, თანხის ამოღება, რომელიც იმ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ბორდერიზაციით დაზარალდნენ, შესაძლებელია, თუმცა თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ “რეჟიმი კომპენსაციის ამოსაღებად თითს თითზე არ დაადებს”.

სტრასბურგში საქართველოს გამარჯვება ს წინააღმდეგ არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა დღეს, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც ოკუპანტს სახელს ვერ არქმევს, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან და რომელიც რეალურად ოკუპანტის საქმეს აკეთებს. 

იმავდროულად ის მილიონობით ასანაზღაურებელი კომპენსაცია, რომელიც იმ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც დაზარალდნენ ბორდერიზაციით, რა თქმა უნდა, ამ თანხის ამოღება დღეს არის ურთულესი, მაგრამ შესაძლებლობა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაყინული აქტივებიდან დასავლეთში, საქართველოს ჰქონდა. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ თითს თითზე არ დაადებს რეჟიმი კომპენსაციის ამოსაღებად, რამდენადაც დღეს ისინი არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დღეს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო წერს.

კერძოდ, ევროსასამართლოს გადაVწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.