თეონა აქუბარდია რატი იონათამიშვილს – როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!

ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ “ამნისტიის შესახებ “კანონპროექტზე მომხსენებელს, დეპუტატ რატი იონათამიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი, მას “უზნეო“ უწოდა.
“თუ პატიმრები არ გაინტერესებს, კორექტულად მაინც მოიქეცი!“ – მიმართა წიწავამ აქუბარდიას.
“ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვისას აქუბარდიამ განაცხადა, რომ ამნისტია ზონდერებს ეხებათ, მაგრამ არ ეხება “რუსული კანონით“ დაზარალებულებს, რომლებიც კანონის მიღებას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და დღეს ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი – ბრალდებული, ზოგი – დაკავებული. გარდა ამისა, როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მინიმალურია იმ მუხლების რაოდენობა, რომელზეც ადამიანები ციხეში სხედან.
პასუხად იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური“ უწოდა და კოლეგას მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას