თეონა აქუბარდია – მოქმედებათა ერთობლიობითა და ახალი არჩევნების გზით ჩვენ ამ ქვეყანას კონსტიტუციის სივრცეში დავაბრუნებთ

მოქმედებათა ერთობლიობითა და ახალი ს გზით ჩვენ ამ ქვეყანას კონსტიტუციის სივრცეში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვერის შემდეგ განუცხადა.
აქუბარდიას შეფასებით, ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო.
“ჩვენ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმს ვხედავთ, რომლის გამოვლინება იყო პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო არტივისტების სახლების ჩხრეკა და მთელი ის უკანონობა, რაც პირდაპირი ეთერით ვუყურებთ.
ეს პროტესტი ორგანიზებულია ხალხის მიერ და ყველანი ერთად იმ კონსტიტუციას ვიცავთ, რომელიც ხალხს თავზე ბიძინა ივანიშვილმა გადაახია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო