თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას – კარგი იქნებოდა, თუ ბოდიშს პირადად მოვისმენდი – ბოდიში პირადად, არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით – არ არის ბოდიში

მე ასე ვიცი, როცა რაღაც შემეშლება ხოლმე, ადამიანს პირადად ვუხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა თუ პირადად ბოდიშსაც მოვისმენდი თქვენგან და არა ზოგადს, მათ შორის, ღიმილნარევს, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მისთვის კომიტეტის სხდომაზე არც დღეს ყოფნაა ადვილი და არც ის არასასიამოვნო ამბავი, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„რაც შეეხება ბოდიშს, მე ასე ვიცი, როცა რაღაც შემეშლება ხოლმე, ადამიანს პირადად ვუხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა თუ პირადად ბოდიშსაც მოვისმენდი თქვენგან და არა ზოგადს, მათ შორის, ღიმილნარევს. მე ამას უფრო მივიღებდი ბოდიშად, ვიდრე ის ბოდიშის ფორმა, სადაც საერთოდ არ იყო საუბარი, რომ ბოდიშს უხდით იმ ადამიანს, ვისაც მიაყენეთ ტკივილი და ეს არის იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი საკითხი, მე მყავს ოჯახი, ძალიან მძიმე ამბავი იყო, არ იყო ეს ადვილი ამბავი და არც ახლაა ჩემთვის ადვილი აქ ჯდომა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ბოდიშზე, ბოდიში პირადად არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა, მოგვიანებით კი მან ამ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.