თეონა აქუბარდია – თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით, მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს

თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსა და მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით და მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს – ივანიშვილს აქვს თავისი საკითხები და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ღარიბაშვილის კორუფციულ საქმეებს უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში 7 პრემიერ-მინისტრს ცვლი, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გადარჩენას მსგავსი გადაადგილებებით ცდილობს.
„ქართული ოცნებისთვის“, ვფიქრობ, რომ წამგებიანი სვლაა, იმიტომ, რომ ყველაზე დაბალრეიტინგული ფიგურა მოჰყავს პრემიერად, მაშინ როდესაც ღარიბაშვილის რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი იყო.
ბიძინა ივანიშვილს აქვს ტაქტიკური ცვლები-ფიგურების გადაადგილება საჭადრაკო დაფაზე. თუ ვინმეს ახსოვს მამუკა ბახტაძე ან რატომ მოიყვანა, ან რატომ გაუშვეს, გამიხარდებოდა. როდესაც 11 წლის განმავლობაში 7 პრემიერი იცვლება, ეს არა მხოლოდ არასტაბილურობის წყაროა, არამედ მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი თავის გადარჩენას ამ გადაადგილებით ცდილობს. მან ღარიბაშვილს არც ერთხელ არ ანდო ს ჩატარება, არც წინა პრემიერობისას, არც ახლა. როგორც ჩანს, მას აქვს თავისი საკითხები და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ მის კორუფციულ საქმეებს უკავშირდებოდეს, იმიტომ, რომ არც ერთხელ არ დაუსჯია კორუფციისთვის.
თუ მკითხავთ რა შეიცვლება- ს ენა ბევრად უფრო ხისტი იყო, ვიდრე ირაკლი კობახიძის, მიუხედავად იმისა, რომ ს ბევრად უფრო ბინძური კომბინაციები შეუძლია, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს. ღარიბაშვილს ჰქონდა მართვის გამოცდილება, ს მთავრობის მართვის გამოცდილება, ისევე როგორც რაიმე სამინისტროსი, არ აქვს. თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსა და მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება, ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით და მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს. არ მგონია ვინმემ იცოდეს მიზეზი- მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა. 30 დეკემბერს მესამედ მოსული და მეორედ მობრუნებული პრემიერი, რომელიც ამბობდა, რომ აღარ მობრუნდებოდა პოლიტიკაში, ამბობდა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ერთი თვეც არ გაძლო მისმა სიტყვამ, ისე შეცვალა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა რომ გაუფასურებულია, ძალიან დიდი ხანია ეს ამომრჩეველმა ნახა. ამასთან, თუ სიძულვილის ენით და შავრაზმული ანტიდასავლური ჯგუფების ხარჯზე გადიოდა ფონს ღარიბაშვილი, ამ მოცემულობაში, არ ვფიქრობ, რომ დიდად რამე შეიცვალოს, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე ყველაზე ხმამაღალი ანტიდასავლური რუპორი იყო პარლამენტში და მისი ფრაზა, რომ თუ ომში საქართველო არ ჩაერთვება, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, როგორი მართალი აღმოჩნდა, ალბათ, ყველა ხედავს. მისი თავდასხმები -ზე, ევროკავშირზე, სამოქალაქო სექტორზე, ეს როგორ უნდა შეიცვალოს?!“,- განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საინტერესოა როგორი დამოკიდებულება ექნება პრემიერს პრეზიდენტთან, რომელთანაც ის იმპიჩმენტის პროცესში დამარცხდა.
„საინტერესოა პრემიერი კობახიძე, რომელიც წაგებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩავარდნილი იმპიჩმენტის შემდგომ, როგორ გააგრძელებს იმ ტაქტიკას, სადაც ის დამარცხდა.
რაც შეეხება დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილთან, მე არ ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი განსაკუთრებულად ხისტი იყოს ივანიშვილის მიმართ. მან ერთხელ ახსენა მისი ოლიგარქობა უცხოურ მედიასთან და ამით დაამთავრა. ვფიქრობ, ეს რბილი ტონალობა ამ ორს შორის გაგრძელდება და არ მგონია, რომ ეს ცუდი იყოს, რადგან მაშინ, როდესაც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით, გარკვეულწილად, არც თუ ისე ცუდია, როდესაც უშვერი სიტყვებით არ ლანძღავს პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას, მის ოლიგარქს და პირიქით. ამ მოცემულობაში, ასევე არ მგონია, რომ პრეზიდენტი სადმე პოლიტიკურ პარტიაში გადახტეს საპარლამენტო სიაში, როგორც ცდილობს „ქართლი ოცნება“ რომ წარმოაჩინოს და გონივრული იქნება, რომ მან მიიყვანოს საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე“,- განაცხადა აქუბარდიამ.