თეონა აქუბარდია – თუ ვინმე გერმანიისგან იყო დაფინანსებული, ეს ა – დასავლეთმა ერთი რამ კარგად დაინახა: რეჟიმისთვის პასუხია გასაცემი

გერმანიას აქვს გადამწყვეტი სიტყვა და ძალა ევროკავშირში და მას უპირისპირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ისწავლეს და საერთოდ, მთელი ცხოვრება გერმანულ ფონდში, ძალიან თბილად და კომფორტულად მუშაობდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის თაობაზე გერმანიის საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, „დასავლეთმა ერთი რამ კარგად დაინახა, რომ რეჟიმისთვის პასუხი გასაცემია და ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერა გასაგრძელებელია“.
„ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ბოლომდე დასავლეთისგან იზოლაციაში მოაქციოს. შეგნებული თავდასხმების არა მარტო გერმანიის, არამედ ევროკავშირის წინააღმდეგაც და დეზინფორმაციის შემოქმედები და ავტორები არიან ირაკლი და შალვა პაპუაშვილი. გერმანიას, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სიტყვა და ძალა ევროკავშირში, მას უპირისპირდებიან მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ისწავლეს და საერთოდ, შალვა პაპუაშვილი მთელი ცხოვრება გერმანულ ფონდში, ძალიან თბილად და კომფორტულად მუშაობდა. ერთი ნაბიჯია დარჩენილი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე და ეს არის უპრეცედენტო დიპლომატიური ქმედება, რომელსაც თავისი შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის. დასავლეთმა ერთი რამ კარგად დაინახა, რომ რეჟიმისთვის პასუხია გასაცემი და გასაგრძელებელია ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისთვის იბრძვიან. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია, რომ სრული აღიარება აქვს ივანიშვილის რეჟიმს, როგორც დეზინფორმატორისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯების გადამდგმელის. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, რომელიც არის ევროკავშირის ახლებური მიდგომა, ქმნის საფუძველს, რომ რეჟიმი დაისაჯოს და ეს არ გავრცელდეს ხალხზე. საკმაოდ გასაგები იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებაც საკმაოდ გასაგები იყო“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, გერმანიამ საკმარისზე მეტად ითმინა „ივანიშვილის მსახურებისგან შეურაცხყოფა“ და ახლა მათი მხრიდან პასუხი ადეკვატური და რეჟიმის მსახურებზე დამიზნებული უნდა იყოს.
„თუ ვინმე გერმანიისგან იყო დაფინანსებული, ეს შალვა პაპუაშვილია. ზარალდება საქართველო. თუ დავაკვირდებით დიპლომატიური მანქანის ნომრებს, ნუმერაცია არის აღიარებიდან გამომდინარე, N1 აქვს გერმანიის ელჩის ავტომანქანას, რადგან გერმანია იყო პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მეორე, გერმანიას აქვს უდიდესი როლი საქართველოს განვითარებისთვის და მათ შორის საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირში წევრობის. მახსოვს, თავად გერმანიისა და ევროკავშირის ელჩების, რომლებიც თავდასხმების მსხვერპლნი არიან, მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ეს ყველაფერი არა ბრიუსელის, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა, შალვა პაპუაშვილისა და რეჟიმის სხვა მსახურების მხრიდან, რომ რუსული ოცნება ბოლომდე შეასრულონ და საქართველო ჩამოაშორონ დასავლეთს. ეს ყველაფერი კი ისე გააკეთონ, რომ შემდგომ ყველაფერი დასავლეთს დააბრალონ. როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუს ანიჭებდნენ, ევროპამ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება რუსეთს მეტ შესაძლებლობებს უხსნიდა საქართველოში. ვფიქრობ, რომ გერმანიამ საკმარისზე მეტი ითმინა ის შეურაცხყოფა, რომლებსაც იღებდა ივანიშვილის მსახურებისგან და პასუხები უნდა იყოს ადეკვატური და დამიზნებული რეჟიმის მსახურებზე“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თეონა აქუბარდიამ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაც შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული“. პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული განცხადება დიპლომატიურ ენაზე „დიდი ამბავია“.
„მმართველ პარტიას თავი მოსაწონებელი არაფრით არ აქვს, მათ შორის, არანაირი კეთილდღეობა, მშვიდობა ან უკეთესი ცხოვრება ქართველი ხალხისთვის მას არ შეუთავაზებია, თუ არა კონსტიტუციის თავზე გადახევა და ყველანაირი რთული მომავლის და მძიმე მომავლის წინაპირობები. მარტა კოსმა თქვა მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის არჩევანს უპირისპირდება. ეს დიპლომატიურ ენაზე დიდი ამბავია, ამიტომ შალვა პაპუაშვილი რას იტყვის, ფსკერის რომელ დონეს გახვრეტს, მნიშვნელოვანი არ არის“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ასევე, პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ პროტესტსა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესულ და უფრო გამკაცრებულ რეგულაციებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხარეს მორალური უპირატესობაა და მიჩნია, რომ ახალი კანონების პარალელურად, ბრძოლა სხვა მეთოდებითაც და სხვა ქუჩების გადაკეტვითაც შეიძლება.
„ის, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, აჩვენებს, რომ მათ გადაწყვიტეს გამარჯვება ბოლომდე ჩაითვალონ. ვხედავთ ბრძოლის გამკაცრებას წინააღმდეგობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის დაჯარიმება, რეპრესიული კანონები თუ აღიარება, რომ 5000-ლარიანმა ჯარიმებმა ვერ იმუშავა, აჩვენებს, რომ ისინი წინააღმდეგობის ჩახშობას ბოლომდე აპირებენ. ისინი შეგნებულად აკეთებენ ამას, დღეს ლუქსემბურგის სამიტია, სადაც მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს, იქ კი საქართველოზე მსჯელობენ – გაუარესებულ დემოკრატიაზე, რომელიც აქ ხდება.
გუშინ ვუყურებდი ქალბატონ აზას, მას პოლიცია პირბადის ქონის გამო ჩხრეკდა. ის ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა. ის რუსეთმა გამოდევნა დან და ახლა თბილისში იცავს საქართველოს სგან – ეს კი მორალურ უპირატესობას აძლევს პროტესტს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ასევე, თეონა აქუბარდიამ შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ს, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლების ჩხრეკაც, საიდანაც დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული. მისი თქმით, ეს არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ „გაგდებულებში“ საფრთხის დანახვაა.
„ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის. პარლამენტში ვსაუბრობდი, როდესაც ფარცხალაძეს ეროვნულმა ბანკმა ბილეთი მისცა, რომ სანქციების თავის არიდების გზით თავისი ქონება გამოეტანა და გადაეფორმებინა, საკუთარი ეკლესიაც კი, ოჯახის წევრზე. სრულიად „ოცნების“ დეპუტაცია იცავდა მაშინ ნათია თურნავას. როდესაც ვითხოვდით, ღარიბაშვილის ქონების შემოწმებას, რაჟდენ კუპრაშვილი გამოდიოდა და „საეჭვო ვერაფერი დავინახეო“ აცხადებდა, თავად იფიცებოდა, რომ ფული მამამისს აქვსო და შვილს სახელმწიფო თვითმფრინავით ფრენა ბაბუამ გადაუხადო. ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის. ეს არის გაგდებულებში საფრთხის დანახვა. მ აქტიურად იმუშავა მათ მიმართ ნდობის შესამცირებლად. უბედურებაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ დარჩა არცერთი კაცი, რომელიც შიდა წრიდან გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ის პოლიტპატიმარია. ს კორუფციასთან კრიტიკული განცხადებები, მათ შორის სგან ისმოდა, როცა პირველად პრემიერობიდან გაათავისუფლა. მიზეზად კი მისი ოჯახის გაზრდილი მადა დაასახელა. ივანიშვილი კორუფციის სისტემის შემქმნელია საქართველოში და ამაზე დგას რეჟიმი. საბოლოოდ, გაგდებულებში საფრთხის დანახვაა. ვერ წარმომიდგენია ლილუაშვილი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში სუს-ის უფროსი იყო და ივანიშვილს ძალიან კარგად იცნობს, რაიმე ტიპის ქონება ან მასალა შეენახა, რომ შემდეგ მამუკა მდინარაძისთვის დაეხვედრებინა. ეს შიდა ბრძოლაა, ისე როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებდნენ და ჭამდნენ შვილებს თავის, სწორედ ასე იქცევა ივანიშვილი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.