თეონა აქუბარდია – დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი კობახიძის გარეშე შედგება – ამ დღესაც გავაგრძელებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან თუ ვინმე საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება, ეს სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფებაა

ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, 26 მაისის აღლუმი ირაკლი კობახიძის გარეშე შედგება.
ს საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც ისიც მოწმობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ის არასდროს გასულა თანამდებობრივი ვალდებულების მიუხედავად, ისევე როგორც 26 მაისის აღლუმს წლების წინ, პირადი მიზნებისთვის განერიდა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს. შესაბამისად, კობახიძის გარეშე შედგება რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი, რადგან ეს არის საერთო, სახალხო ზეიმი და ამ დღესაც ისევე, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“