თეონა აქუბარდია – ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს

დღეს, როდესაც და მოლდოვა იწყებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო რჩება ამ ქვეყნებს მიღმა, ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ სკენ მიჰყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება.
„დღეს როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო რჩება ამ ქვეყნებს მიღმა, ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს. ბატონმა ბორელმა ღია ტყუილში ამხილა „ქართული ოცნება” ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით და ღიად თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით ევროკავშირში ვერ მოხვდება ქვეყანა. ღიად განაცხადა, რომ “ქართლმა ოცნებამ” ევროკავშირს დააშორა ქვეყანა. ეს უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც შეთანხმებულია ის, რომ პირდაპირი კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირს შორის დაუყოვნებლივ შეწყდება. სხვა დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომლებიც ასევე უმძიმესია საქართველოსთვის და ეს გულისხმობს საბიუჯეტო დახმარების გაყინვას, მათ შორის იმ ციფრების მოცულობით, რომელიც ევროკავშირისგან ვნახეთ. 517 მილიონ ევროზე იყო საუბარი ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გზების, ხიდების, ინფრასტრუქტურის, სკოლების, ბაღების დაფინანსების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამაზიანებელ ქმედებას, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის თითოეულ მოქალაქეს შეეხება. “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს დრო ოქტომბრამდე, რომ ს თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში ჩატარებით ამ ქვეყნის კურსი გადაარჩინოს. თუმცა ნათელია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” აღარანაირი ნდობა აქვს ევროკავშირში და არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება. ამიტომ, ის, რომ „ქართული ოცნება” მტრობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს არის მკაფიოდ ნათქვამი. დიპლომატიის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ღიად ითქვა ბორელის მხრიდან”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას და აღნიშნა, რომ “ხელს არ ვაწერ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა