თეონა აქუბარდია – აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციებზე მუშაობენ და უკვე უშუალო გამოცხადებაზეა საუბარი – მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ქართველი ხალხის ხელშია, მოვახერხოთ სისტემური კრიზისის განმუხტვა ხელახალი არჩევნებით

მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროკავშირის დედაქალაქებიდან, არამედ, მათ შორის, ჩამოდიან საქართველოში, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები იქნება.
“მნიშვნელოვანია ის, რომ განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროკავშირის დედაქალაქებიდან, არამედ, მათ შორის, ჩამოდიან საქართველოში. თუ ვსაუბრობთ დასავლეთისა და ევროკავშირის პოზიციაზე, ძალიან მკაფიო იყო პრესსპიკერის განცხადება ევროკავშირის სახელით, სადაც ერთის მხრივ, დადასტურებული იყო ის, რომ არაღიარებული ჰყავდა მთავრობა ევროკავშირს საქართველოში და “ს ოცნებად” იყო მოხსენიებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე მოწოდება პატიმრების გათავისუფლებაზე, მნიშვნელოვანი იყო შეფასება წამების, რომელსაც ივანიშვილის რეპრესიული მანქანა საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებს და მოწოდება სანქციებზე.
ერთის მხრივ, შესაძლებლობა არის ევროკავშირის სანქციების, სადაც ერთი კონკრეტული ქვეყანა – უნგრეთი ღიად გამოდის ამის წინააღმდეგ, მაგრამ არის მეორე შესაძლებლობა – ინდივიდუალური ქვეყნების მხრიდან სანქციების. ბალტიის სამი ქვეყნის მაგალითი არის ამის მკაფიო გამოვლინება და მთავარი სანქციების საკითხი მაინც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ისინი ამაზე მუშაობენ და საუბარი არის უკვე ამ სანქციების უშუალო გამოცხადებაზე”, – განაცხადა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ს სატელეფონო ზართან დაკავშირებით ისაუბრა. აქუბარდიას შეფასებით, ირაკლი ნამდვილად პრემიერი რომ ყოფილიყო, ეს ზარი მის ტელეფონზე განხორციელდებოდა.
მისი აზრით, ივანიშვილთან განხორციელებული ზარი დიდწილად პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამსახურებაა.
“თქვენ გახსოვთ, ივანიშვილს “ტვ იმედზე” რომ მონოლოგი ჰქონდა, ს მერე ამერიკის ელჩს შევხვდებიო, შეხვდა? და რა გააკეთა ამის შემდგომ? ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა ზარი ივანიშვილთან და ვფიქრობ, ეს ს დამსახურებაც არის ის, რომ მაკრონმა დაურეკა და ეს იყო მისი ინიციატივა და მოსაკითხად არ დაურეკავს.
მეგობრული ტონით მოსაკითხად ზარი ან რაღაცის მისალოცად, უნდა ყოფილიყო, წესით, სთან, ის რომ ნამდვილად პრემიერი ყოფილიყო და ამას რომ აღიარება არ აქვს, მათ შორის, ესეც მოწმობს.
ორი ფაქტორია აქ – ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, მას აქვს იქ ქონება, რაც შეიძლება იყოს საფრთხის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ ასე გააგრძელებს ქცევას და მეორე არის ის, რომ საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, შესაბამისად, საფრანგეთის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვითარებაში, როდესაც ის ხედავს, საქართველოში აღარ არის დემოკრატია, არამედ არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყანა რუსული წახნაგებით.
ზარი ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩადის პარიზში და ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განახლების ცერემონიას პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, ოღონდ იქ ვერ მოახერხა ივანიშვილმა ვიზიტის ორგანიზება ან თუნდაც ვინმე რომ ყოფილიყო “ქართული ოცნებიდან” და მეორეს მხრივ, საფრანგეთს შეუძლია, რომ ამ მძიმე სისტემურ კრიზისში, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, გარკვეული როლი ითამაშოს.
საგულისხმო იყო ის მეორე განცხადებაც ივანიშვილის პარტიის, რომელიც მაკრონის მხრიდან ამ სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა და შემდგომ, ევროპა რომ გააოცა დემოკრატიით, ის შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ დღეს მთელი დღე ვუყურებდი სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებს, სადაც ამ ზარზე დიდი ზარ-ზეიმი ჰქონდათ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ქართველი ხალხის ხელში არის, მოვახერხოთ ამ პოლიტიკური სისტემური კრიზისის განმუხტვა იმით, რომ მოხდეს გადატვირთვა ხელახალი არჩევნებით და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ყველაფერი არის ქართველი ხალხის ხელში. არ იქნებოდა არც ერთი სატელეფონო ზარი, არც ერთი განცხადება, რომ არ ყოფილიყო უწყვეტი პროტესტი და რომ არ ყოფილიყო ის თავდადება, რომელსაც საქართველოს ევროპული გზის დასაცავად თითოეული მოქალაქე აკეთებს”, – აღნიშნა აქუბარდიამ.