თეონა აქუბარდია – აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება – მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ

გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ს თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, – ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ის ვერ ხედავს ამ განსხვავებებში ტრაგედიას. აქუბარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური განსხვავებები არსებობს, სამართლებრივ ბრძოლაში აქვთ კოორდინაცია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან.
აქუბარდიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები შეუერთდებიან არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ამომრჩევლებთან ერთად.
„აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით. მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება. მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები. წინააღმდეგობის კერა არ არის მხოლოდ საპროტესტო აქცია. წინააღმდეგობის კერა არის სამართლებრივი ასპარეზი, ამომრჩეველთან უკუკავშირი, ასევე პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია.
ამ ქვეყანაში არჩევნებს უნდა ჰქონდეს ნდობა. თუ არჩევნების თავისუფლება არ არის დაცული, არანაირი აზრი არ აქვს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ პირდაპირ ჩანს, რომ ამ კაცმა [] ჯიბეში ჩაიდო ქვეყანა.
სანამ პარლამენტს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს ლეგიტიმაცია, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ შევუერთდეთ აქციებს ისე, როგორც აქამდე იყო, არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ჩვენ ამომრჩევლებთან ერთად.
გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს. მაგრამ არის კონკრეტული ხედვა, ტაქტიკური განსხვავებები, მიუხედავად იმისა, სამართლებრივ ბრძოლაში გვაქვს კოორდინაცია, ამიტომ მე ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ ეს განსხვავებები არის“,- განაცხადა აქუბარდიამ.