თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ტოვებს პარტიას „გახარია საქართველოსთვის”

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ტოვებს პარტიას „გახარია საქართველოსთვის”. პატიას აქუბარდია 1 წლის წინ, 2024 წლის აგვისტოში შეუერთდა.
აქუბარდიამ დაწერა:
„გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს.
2024 წლის საპარლამენტო სას გახლდით „გახარია საქართველოსთვის” პარტიული სიაში უპარტო წევრი და ვმუშაობდი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების ინტერესების ირგვლივ.
მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია.
ბუნებრივია რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების და მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში.
ოპოზიციის შეცდომები დღეს აქტუალური თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არ შესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, მაშინ როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება.
ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია.
მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ მიზნისთვის ბრძოლაში.
მჯერა, რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ”.