თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, „მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები“.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ქართულმა ოცნებამ” ამერიკის სანქციების შემდგომ პირველ სესიაზე კვორუმი ვერ მოაგროვა და პარლამენტის სესია ორჯერადი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები. სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. “ქართული ოცნება” თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული “ქართული ოცნების” დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ,” – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა – 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. დეპუტატები შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა