თეოლოგი სააღდგომო ეპისტოლეზე: “ოცნების” პოლიტიკასთან უნისონშია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს თეოლოგები მკაცრად აკრიტიკებენ. გოჩა მირცხულავა ფირობს, რომ ესპისტოლეს ტექსტი, სავარაუდოდ, “ქართულმა ოცნებამ” დააკორექტირა. მისი თქმით, რელიგიური პასაჟების გამოყენება, როგორც ეს ესპიტოლეშია მოცემული, არასწორია.

თეოლოგი პირდაპირ ამბობს, რომ ტექსტში არსებული კონტექსტები მშვიდობასთან და ბოროტ ძალასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უნისონში მოდის “ქართული ოცნების” მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.

ეს პირდაპირ არის “ქართული ოცნების” ეპისტოლე დაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ, სავარაუდოდ და გასწორებული და ჩაკორექტირებული “ქართული ოცნების” მიერ. რელიგიური პასაჟების გამოყენება იმ კონტექსტში როგორც არის ეს გადმოცემული ეპისტოლეში, ამ შემთხვევაში, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად კონტექსტიდან არის ამოვარდნილი ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა სულაც არ გვასწავლის იმას, რომ ამ ქვეყანაში მონობაში და წამებაში იყვნენ ადამიანები და ჯვარზე უნდა ავიდნენ, რომ მერე აღდგნენ, ეს არ არის ასე. ეს არასწორი ინტერპრეტირებაა. ქრისტე ჯვარზე ავიდა ცოდვების გამოსასყიდად და შესაბამისად, ადამიანები სულ ცოდვაში აცხოვრონ და უთხრან, რომ აი, ახლა თქვენ ყველაფერი უნდა მოითმინოთ, იმიტომ, რომ აღდგომის მერე კარგად იქნებით, ეს არის რელიგიური, პოლიტიკური, მორალური მავნებლობა და არ გახლავთ ქრისტიანული და ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე, იქ ტექსტში არსებული კონტექსტები მშვიდობასთან და ბოროტ ძალასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უნისონში მოდის “ქართული ოცნების” მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, ერთი დიფ სთეითთან მიმართებაში და იმ გლობალური ომის პარტიასთან მიმართებაში, – ამბობს გოჩა მირცხულავა.

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ავრცელებს.