თეოდოროს რუსოპულოსი: რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება

PACE-ის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის ცნობით, რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მკაცრად გმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებზე და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმებს, ასევე პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგენიან კანონს „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. მათი აზრი ამ კანონის შესახებ, განურჩევლად მათი აზრისა ამ კანონზე“, –  აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სანამ ეს კანონი ამოქმედდება.


14 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს მოსაზრება, ამის შემდეგ კი დაგვიანებული იქნება. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას, სავარაუდოდ, 29 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.

„მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ,“ – განაცხადა კობახიძემ.