თენგო სანაია: ის რაც ახლა ტელეკომპანია პირველი-ს მისამართით ხდება არის “ქართული ოცნების” პირდაპირი შურისძიება

“ის რაც ახლა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი-ს მისამართით ხდება არის “ქართული ოცნების” პირდაპირი შურისძიება. ყველანაირი ხერხით ებრძვის იმ მედიას, რომელიც არის ამ ქვეყნის სხივი, არხს რომელიც იბრძვის იმისთვის რომ ჩვენამდე მოიტანოს სიმართლე
“ქართული ოცნების” მიზანია, ყველა მედია რომელიც კრიტიკულია დახუროს და ქართველი ხალხი დატოვოს იმედის და პოსტივის იმედზე. თუმცა, ეს არ გამოუვათ
ქართველი ხალხი დგას ტვ პირველის, მთავარის, ფორმულას გვერდით, ისევე როგორ ეს ტელევიზიები დგანან ჩვენს გვერდით.
ერთიანობით გამარჯვების დროა❗️” – წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრი, თენგო სანაია.