“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შინაგანი მოტივაციაა, ვიყო კანონმორჩილი მოქალაქე. მაგრამ ამ საქმეს სოციალური და პოლიტიკური განზომილება აქვს. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, მე 30 სანტიმეტრით გადავედი გზაზე თუ არა, როცა მანქანები იქ არ დადიოდნენ.
ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება.
მე არ მინდა ამ ქვეყანაში ის დაცვის ხაზი ჰქონდეს ვიღაცას, რაც ჰქონდათ ფაშისტურ გერმანიაში, როცა რეჟიმს ასამართლებდნენ და თავს იმართლებდნენ “ბრძანება ბრძანებააო” – თენგო კირთაძის სიტყვა სასამართლო პროცესზე ნეტგაზეთის ცნობით.
რეჟიმმა ფედერალისტების ლიდერს, თენგო კირთაძეს, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.



