თენგო კირთაძე – „ლელო“ და გახარია – მკვდარი მკვდარს აეკიდა, სასაფლაომდე მიმიყვანეო, მაგათ ვის რა უნდა მოუგონ? – ეს პოლიტიკური კლოუნები, რაღაცების გამოსაგლეჯად მიდიან იმიტომ, რომ თავის ბელადს ასიამოვნონ

„ლელო“ და გახარია – მკვდარი მკვდარს აეკიდა სასაფლაომდე მიმიყვანეო, მაგათ ვის რა უნდა მოუგონ? – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თენგო კირთაძის განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ „ ხარბია“, 4 ოქტომბერი გახადა თემა და დააზიანა პროტესტი.
„ოთხი ოქტომბერი განსახილველი თემა ს გამო არ გამხდარა, „ლელომ“ გახადა. ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო მარტო ამ არჩევნებში, „ლელოს“ გარეშე, ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი ცირკი და სასაცილო ღონისძიება, ვიდრე დღეის მდგომარეობით არის. იმან, რომ მამუკა ხაზარაძე ხარბია, ამან გახადა ოთხი ოქტომბერი თემა და დააზიანა პროტესტი.
„ლელო“ და გახარია, მკვდარი მკვდარს აეკიდა სასაფლაომდე მიმიყვანეო, მაგათ ვის რა უნდა მოუგონ? ნორმალურ პირობებშიც ვის რა უნდა მოუგონ, დემოკრატიულ წყობაში და მით უმეტეს ამ პირობებში, როცა ყველაფერი მიტაცებული აქვს რეჟიმს, არის გაუქმებული და ეს პოლიტიკური კლოუნები, რაღაცების გამოსაგლეჯად მიდიან იმიტომ, რომ თავის ბელადს, ბატონ მამუკა ხაზარაძეს ასიამოვნონ და [უთხრან] შენ ხარ ახლა ოპოზიციურ ფლანგზე პირველ ადგილზე, მინი გააკეთებინონ. ამის გამო ამდენი ადამიანი გადაიქცა კლოუნად და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილს, თენგო კირთაძე აცხადებს, რომ მისი შემოთავაზებული გეგმა ძალიან ცუდი გეგმაა და პარტიაში ზედაპირულად განიხილეს.
„იქნა განხილული ზედაპირულად იმიტომ, რომ ძალიან ცუდი გეგმაა და ძალიან ბევრ დროს ვერ დავხარჯავთ სისულელეებზე. ბოდიში გიორგის მიმართ, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ციხეშია. ახალი არაფერი არ არის, ისევ ყველა ერთად, თითქოს პროტესტის გაფართოების ფაზა გავლილი გვაქვს, მეტი ადამიანი არ გვჭირდება ამ პროცესში რომ ჩავრთოთ.
იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოვშალოთ, ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობა. როცა ვამბობ ძალიან დიდის, ვგულისხმობ ძალიან დიდს. ამ ძალიან დიდი უმრავლესობიდან საკმაოდ სოლიდური ნაწილი უნდა შემოვიყვანოთ პროტესტში. ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არიან ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ჩამოყალიბებული არიან, მაგრამ აქეთ მხარეს რა მოხდება არ არიან ჩამოყალიბებული“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.