თენგო თევზაძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, და პარტია „ახალი“ „არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან“. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია – ისინი ამისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რა პირობაც აქვს პროტესტს – ახალი საპარლამენტო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია და არც „ახალის“, ასევე, არც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობით წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოოდ, ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისთვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ნიკა გვარამიას მეორედ მიმართა. ნიკა გვარამიას პირველად დაბარებისას, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს