თენგო თევზაძე – ირაკლი კობახიძემ დღეს ღიად აღიარა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი – აუცილებელია, რომ ხვალ, ფილარმონიასთან ძალიან ბევრი ვიყოთ და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება

ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს – აუცილებელია, რომ ხვალ ვიყოთ ფილარმონიასთან ძალიან ბევრი და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ პარლამენტთან განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
თევზაძის განცხადებით, პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის იმ დაზიანებებს, რომლებიც ნოემბერ–დეკემბრის აქციების შემდეგ გამოუვლინდათ, რადგან საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ხელისუფლებამ.
„დემოკრატიული პარტიების სახელით გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, უკვე ღიად, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. გვინდა მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ ჯანმრთელობის ზიანს, რომელიც მათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღეს, ყურადღება მიაქციონ, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა ქიმიური იარაღი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ”. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მათ ქმედებას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლის დონეზე შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს.
აუცილებელია, რომ ხვალ ვიყოთ ფილარმონიასთან ძალიან ბევრი და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ არ ვენდობით „ქართულ ოცნებას”, რადგან ისინი მალავენ, რა ნივთიერება გამოიყენეს”,- განაცხადა თევზაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)