„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა თენგო თევზაძე:
გახარიას “პარტიამ” ყველაზე კრიზისულ დროს გადაწყვიტა საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებს უღალატოს. იმ დროს როდესაც ყოველ დღე 10-ზე მეტ ადამიანს უსამართლოდ, რეპრესიული კანონებით იჭერენ, მოთანამშრომლე გახარიამ გადაწყვიტა ანტიქართულ რეჟიმთან გარიგება.
მესმის აღელვება, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. გამორიცხულია ამ ე.წ პარლამენტმა ლეგიტიმაცია მიიღოს 89 ქოცი დეპუტატი იქნება ე.წ პარლამენტში თუ 101 ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
გახარიამ მშვენივრად იცის რომ მისი პარტიის პოლიტიკური მომავალი მკვდარია. ის ვეღარასდროს მიიღეს მანდატს და ნდობას ხალხისგან (ბოლო არჩევნები შედეგები ამას ამბობს, მაგ. თბილისში 2%). ასევე, ქოცებს ევაჭრება “აი მე მოვედი ბუდეში და არ ამკრძალოთო”.
გახარიას პოლიტიკურად დამარხულმა პარტიამ 2000-ზე მეტი საკრებულოს მანდატიდან მხოლოდ 25 წევრი გაიყვანა 24 მუნიციპალიტეტში, აქედან 2 ადამიანი მხოლოდ წალენჯიხაში, სხვაგან ყველგან თითო-თითო. ბარიერი ვერ გადალახა თბილისში.
აქვე, მნიშვნელოვანია ლელოს პოზიცია გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეთანხმება ? საკრებულოებში შედის ? თანამშრომლობს რეჟიმთან ?
P.s გავიგე, თითქოს ჩვენს (პარტიების) აკრძალვებს ელოდებიან და შემდეგ “გააქტიურდებიანო” (ანუ ოპოზიციის როლს მოირგებენ). ხალხო ეს ბრძოლა არის ბოლომდე, გამარჯვებამდე. ჩვენი ძმების და დების პატიმრობებს, ცემას, შეურაცხყოფას, ასობით და ათასობით ოჯახის გაუბედურებაში მონაწილეობას არავინ არ გაგიტარებთ.
P.p.s ამათთან თანამშრომლობას ვინც მოგვიწოდებდა – უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკურ ინტუიციას.
ბოლომდე, გამარჯვებმადე !