ჩვენ თქვენთან ერთად მაყურებელს ვეტყვით, როგორ დავიცვათ ხმები, საბოლოოდ გავიმარჯვებთ და წარმოგიდგენთ პრეზენტაციას, სტრატეგიას, გეგმას თუ როგორ უნდა ვიშრომოთ და ეს შრომა 26 ოქტომბერს გამარჯვებაში გადავზარდოთ, – ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ ხმის დაცვის სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეიქმნა საიტი 2024Election.ge, სადაც წინასწარი შედეგები იქნება მოცემული.
„არჩევნებით იზომება დემოკრატიის ხარისხი, ეს არჩევნები იქნება ჩვენი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ზრუნვა კი ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია, თითოეული ჩვენგანს გვიწევს მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოტივაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ცოდნა. ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება, მოტივაცია და უკვე გვაქვს ცოდნაც, თუ როგორ დავიცვათ ეს ხმები. 3 000-ზე მეტ უბანზე გვეყოლება 4 000-ზე მეტი წარმომადგენელი. თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეების ხმების მცველები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი გამოყენებით შევძლებთ დავამტკიცოთ ჩვენი გამარჯვება, ჩვენ გექნება პლატფორმა 2024Election.ge, ამის შემდეგ რაც წინასწარი შედეგები გვექნება. წინასწარი შედეგები ეს არის ხმის აპარატისგან ამოსული მონაცემები, რომელიც არჩევანს პროპორციულად ანაწილებს და ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ დათვლილი ინფორმაციის მიწოდების საშუალება. ჩვენი ამოცანაა ობიექტურობა, კომპეტენცია და ამომრჩევლის ნების განაწილება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, მე მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ინსტიტუციური ჩამორჩენა, რადგან სურვილი ვისაც აქვს მონაწილეობის მათ ეს არ ეძლევათ. ხმების ატვირთვასთან ერთად ჩვენ შევძლებთ გამოვაქვეყნოთ შედეგები, ვიქნებით ობიექტურები და სამართლიანები.
ინსტრუქტორ ტრენერებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, კერძოდ, იქნებიან ადამიანები, ვინც დაწერენ საჩივრებს, მათ შორის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით და ყოველწამიერ კომუნიკაციაზე იქნებიან წარმომადგენლებთან, იმ ხმის მცველებთან ვინც უბანზე იქნება წარმომადგენელი. აუცილებელია ხარისხიანი კომუნიკაცია, ნდობა და დისციპლინა. დღეს, ჩვენ აქ, 1500 ადამიანი ვამბობთ, რომ ჩვენ ვიქნებით დისციპლინირებულები და კვალიფიციურები და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხმების დაცვაზე, თითოეული მოქალაქის მომავალზე პასუხისმგებელი, რადგან მომავალი არის მათი და ხმის დაცვა არის ჩვენი ვალი. 4 ძირითადი გამოწვევა, რომელიც დასაძლევია, პირველი არჩევანი არის ფარული, შენი ხმა ფარულია, ვერავინ გაიგებს, ვის მიეცი ხმა. ჩვენ შეგვიძლია ხმის დაცვა, წადი არჩევნებზე, მაღალი აქტიურობა, მაღალი დასწრება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება და კოალიციური ხელისუფლება. ჩვენ ვიქნებით პირველი ხმის მცველები, რომლებიც ცვლილებებს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა თევზაძემ.