მსახიობების მიერ, პროტესტის ნიშნად ახალი თეატრის დატოვებას ეხმაურება ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
,,მგონი, 9 წამყვანმა მსახიობმა დატოვა ვასო აბაშიძის თეატრი.
სისხლს ფსამენ ქოცები.
ესე იგი, შიგ სამკუთხედ გოგრაში მოხვდათ.
მე კი ისევ კითხვა მაქვს:
როგორ ხდება, რომ ქვეყანაში მსახიობები უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ პოლიტიკაში, ვიდრე პოლიტიკოსები?
ჩვენი აზროვნების შაბლონის მიხედვით, ხელოვანები უფრო “ლოიალურები” უნდა იყვნენ. სპორტსმენებიც, ჟურნალისტებიც.
რამდენი პარტიის თავმჯდომარე ვერ მივა ახლოსაც კი ეკა დემეტრაძესთან, კახა კინწურაშვილთან და სხვებთან?
(ჩამატებული – რაკი ყველამ ვერ გაიგო: იგულისხმება ზოგი, რამდენიმე, არა-ყველა პარტიული ლიდერი, მადლობა უფალს! – თ.გ.).
არადა, ხმებს არჩევნებზე სწორედ პარტიები ითხოვენ!
და მერე – ქვეყნის ბედის გადაწყვეტის პრივილეგიასაც.
მადლობა კაცობისთვის, კაცებო და ქალებო!”



