თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით – ეს გადაწყვეტილება იყო სწორი , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გამაცხადა, რითაც “უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, არგუმენტების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა სარჩელი წააგოს.
“მთავარი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. ის არ შეჩერდება და ის იმოქმედებს არსებითად განხილვამდე და დარწმუნებული ვარ, არსებითად განხილვის შემდეგაც, იმიტომ, რომ იმდენი არგუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რომ იქ არაკონსტიტუციური არაფერი არ არის, პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ეს სარჩელი ჩვენ წავაგოთ”, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები ნაწილობრივ არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს