თენგიზ შარმანაშვილი – საგამოძიებო კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც მოხდა, საქართველოში აღარასდროს განმეორდეს! თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია!

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას დიდი მნიშვნელობა მარტო იმიტომ არა აქვს, რომ შევაფასოთ ის, რაც მოხდა, მთავარია, რომ ეს საქართველოში აღარასდროს განმეორდეს! თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია! – ეს განაცხადა კომისიის დასკვნით სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა და აქვე დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ამისთვისაც ღირდა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ძალიან მძიმე მასალას ასახავს.
„იმის მიუხედავად, რომ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი ვიცით და ფაქტები ისედაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები და მათი გამოკითხვა პირადად ხდება, უფრო მძაფრად დგება მასშტაბი იმისა, რასთან გაქვს საქმე. თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია – ბევრი ისეთი ფაქტი იყო, რაზეც ითქვა, რომ აქამდე არ ვიცოდით.
ყველა მიმართულებით ეს არის ძალიან მძიმე მასალა. ძალიან მძიმე იყო წუთები, რაც აქ ყველამ ერთად გავიარეთ და გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა.
კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.
დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს ს ჩაბარდა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” – თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, და .
აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნას, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.