როდესაც შენ „დიფ სთეითთან” ხარ აბსოლუტურ მორჩილებაში, შენი მოქმედებები არავითარ ლოგიკას აღარ ექვემდებარება – ინსტრუქცია როგორც მოვა, ისე უნდა შეასრულო – ამ კაცმა [პეტერ ფიშერმა] ქცევის წესი არ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან ის აბსოლუტურ მორჩილებაშია იმ ნარატივთან, რომელიც ზემოდან, “დიფ სთეითიდან” არის დაშვებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას შეეხებოდა.
მისი თქმით, „თუ გერმანიის საგარეო უწყება ისევ იმ განცხადებას გააკეთებს, რომ ეს კაცი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში”.
„ამას ელჩების დონეზე კი არ ექვემდებარებიან, არამედ ევროპელი ლიდერები და რა გვიკვირს, საქართველოში გერმანიის ელჩი თუ ასე პირდაპირ ექვემდებარება? არავითარი ლოგიკა არ აქვს ზოგიერთი ევროპული დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოქმედებებს. რამე ლოგიკა ჰქონდა ურსულა ფონ დენ ლაიერის მოქმედებას, როცა ტრამპს ეკონომიკურ საკითხებზე გაურიგდა? მთელი ევროპა გაოცებული იყო, ევროპული ინტერესების როგორი არცერთი მისხალი არ გაითვალისწინა. ვერც გაითვალისწინებდა, რადგან ამის უფლებასაც არავინ მისცემდა.
თუ გერმანიის საგარეო უწყება ისევ იმ განცხადებას გააკეთებს, რომ ეს კაცი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.




