თენგიზ შარმანაშვილი: მილიონები იხარჯება იმისათვის, რომ მე და თქვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ

“შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, ან დამატებით დოკუმენტაცია მოსაძიებელი, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებით ინფორმაციის მოსაძიებლად, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ ღირდა იმისთვის, რომ ერთი, ორი, სამი ან ხუთი საათით გვიან გამოცემულიყო. ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა, ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. არანაირი მოლოდინი არ შექმნილა, უნდათ, რომ ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია საქართველოში უნდათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდების სფეროში გადაიტანონ. არ გცნობ, არ მინდა, პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდათ შექმნან მოლოდინი, რომ ასეთი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. საქართველოდან ეს შიდა დაპირისპირება არ იმართება. მილიონები იხარჯება იმისათვის, რომ მე და თქვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. ამ მშობლების მომართვა იმისაკენ და პედალირება იმისთვის, რომ მშობლები დაქოქონ იმისთვის, რომ განწყობა შეუქმნან რაღაცა პოლიტიკური ყალბი ნარატივების შესაქმნელად არის ძალიან ცუდი” – ამბობს “ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი.
მეორე დღეა პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან იკრიბებიან. გუშინ მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ დრომდე უცნობია არიან თუ არა შეწყალებულთა შორის პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრები.

ასევე დაგაინტერესებთ