თენგიზ შარმანაშვილი – ისე არ უნდა გავიგოთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და მათ კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ – რა თქმა უნდა, ჰყავთ და მათი გვარები ცნობილია

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და მათ კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ – რა თქმა უნდა, ჰყავთ და მათი გვარები ცნობილია! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა -ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში MEGOBARI Act-ის წარდგენის თაობაზე დასმულ კითხვას.
შარმანაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინს “Deep State-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი“ უწოდა.
„კონგრესში ს ბოლო გამოსვლა რომ იყო, იცით, რა გამოხმაურება პოვა. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის მხრიდან Deep State-თან ბრძოლა სწორედ ამიტომ არის რთული. ჩვენ ამას გულდასმით ვადევნებთ თვალს. ეს უდიდესი და ურთულესი ბრძოლაა. ტრამპი ძალიან რთულ ბრძოლას ეწევა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ამ ბრძოლის გაგრძელებას და დასრულებას წარმატებით შეძლებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ ეს ერთ-ორ დღეში იქნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თენგიზ შარმანაშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ