თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობოების განცხადებაზე – 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება – „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, „ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა“.
„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს“, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით