თენგიზ ფხალაძე – ომი არ და ვერ დამთავრდება რუსეთის გამარჯვებით, ამაზე ყველა შეთანხმებულია, ახლა მთავარი საკითხია შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პუტინის მარცხი

უკრაინისთვის დახმარების საკითხზე -ს სენატში არშემდგარ კენჭისყრაზე, საპრეზიდენტო ს წინ აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაზე და ასევე იმაზე, გაზრდილი ტურბულენციის პირობებში რა ვითარებაა სამხრეთ კავკასიაში, „ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
– ბატონო თენგიზ, გასულ კვირას იყო მოლოდინი, რომ აშშ-ს სენატი კენჭს უყრიდა უკრაინისა და სთვის დახმარებას, მაგრამ, ასე არ მოხდა.
კონგრესში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო და, როგორც ჩანს, იმაზე იყო გათვლილი, რომ სენატში „რესპუბლიკელები“ უკრაინისთვის დახმარების სასარგებლოდ ხმას მისცემდნენ, მაგრამ, სენატის სხდომა საერთოდ არ გაიმართა.
თუ მანამდე სენატი აპირებდა სენატის თავმჯდომარისთვის გვერდის ავლით სენატის სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ უკრაინისა და ისრაელის საკითხი, მას შემდეგ, რაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპს, რომელსაც ბრალი თაღლითობაში ედება, უფლება მისცა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, სენატში ტრამპის მოწინააღმდეგე „რესპუბლიკელ“ სენატორებს მიეცათ საშუალება აქტიურად გადაბარგებულიყვნენ ტრამპის ბანაკში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას სამართლიანი და რიგ შემთხვევაში მგზნებარე განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ, ფაქტია, რომ სენატის სხდომა -ისრაელის საკითხზე არ გაიმართა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის და სახელმწიფო მდივან ბლინკენის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია მსოფლიოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხელი წერტილის მიმართულებით სრული კატასტროფის რეჟიმშია.
უკრაინისგან განსხვავებით ისრაელი მასზე ზეწოლის მიუხედავად მაინც ახერხებს ხამასთან გამკლავებას. უკრაინა-ს ომის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის და საერთოდ აშშ-ში ხდება?
– დავიწყოთ იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრაიმერები და შიდაპარტიული ბრძოლები დასრულდა და ორივე პარტიამ ოფიციალურად დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატები. ამ პროცესში ცალსახად გამოიკვეთა ტრამპის უპირატესობა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი მნიშვნელოვნად გააძლიერა მისი პოზიციები. ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „რესპუბლიკელებში“ და ახლა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ის ახლავე უფრო ძლიერია, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში მიმდინარე პროცესები.
არ მგონია, რომ ტრამპს და მის გუნდა უნდოდეს იმ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენა, რომლის გამოც უკრაინის დახმარება დაიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უარყოფითად იმოქმედებს ბაიდენის გუნდთან სამომავლო პოლიტიკური პაექრობის შედეგზე
გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონდა მოლოდინი, რომ ე.წ. „დიდ სამშაბათამდე“ ტრამპი შეასუსტებდა კონგრესზე ზეწოლას. პირიქით, მას სჭირდებოდა ეჩვენებინა, რომ უპირობო ლიდერია და მართავს პოლიტიკურ პროცესს. ამიერიდან ეს ვითარება უკვე განსხვავებულია და ტრამპის გუნდიც სხვა პრიზმაში შეხედავს საკითხს.
წინ რთული პროცესებია, მაგრამ არ მგონია, რომ ტრამპს და მის გუნდა უნდოდეს იმ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენა, რომლის გამოც უკრაინის დახმარება დაიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უარყოფითად იმოქმედებს ბაიდენის გუნდთან სამომავლო პოლიტიკური პაექრობის შედეგზე.
წინ რთული პროცესებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ახლა მეტი სივრცე არსებობს, ვიდრე „დიდ სამშაბათამდე“
გარდა ამისა, ვფიქრობ ტრამპის გუნდი გარკვეულ სიგნალს უკრაინიდანაც ელოდება. ის ახლა „რესპუბლიკელების“ ოფიციალური კანდიდატია და სურს უკრაინამ შეხედოს, როგორც მომავალ პრეზიდენტს, რომელზედაც დიდწილად იქნება დამოკიდებული მოვლენების შემდგომი განვითარება უკრაინაში.
როგორც აღვნიშნე, წინ რთული პროცესებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ახლა მეტი სივრცე არსებობს, ვიდრე „დიდ სამშაბათამდე“.
– პრეზიდენტი ბაიდენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი კი საუბრობენ იმაზე, რომ აშშ მაინც დაეხმარება უკრაინას, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს დახმარება ისეთი ვერ იქნება, როგორი დახმარებაც უკრაინას აგრესორი რუსეთის მოსაგერიებლად სჭირდება.
არსებულ ვითარებაში გახშირდა საუბარი იმაზე, რომ ცივილიზებულ მსოფლიოდ მიჩნეულ ქვეყნებში ლიდერების აშკარა ნაკლებობაა. არც შოლცი ჰგავს კოლს, არც სუნაკი ტეტჩერს, არც მაკრონი მიტერანს და არც ბაიდენი და არც ტრამპი აშკარად არ ჰგვანან რეიგანს.
უკრაინის საკითხზე სენატში კენჭისყრის ჩავარდა, სავარაუდოდ, როგორ აისახება აშშ-ს შიდა პოლიტიკაზე და თანამედროვე მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობებზე?
– შეერთებული შტატები რომ უკრაინას დაეხმარება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამისთვის განსხვავებული მექანიზმები არსებობს და ბაიდენის ადმინისტრაცია თითოეულის მაქსიმალურ გამოყენებას შეეცდება.
სულ ახლახან დავბრუნდი დან, სადაც მქონდა შესაძლებლობა ამ თემაზე გამართულ მნიშვნელოვან დისკუსიებს დავსწრებოდი, რომელშიაც როგორც უკრაინის პრეზიდენტის გუნდის წევრები, ასევე შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებისა და მთავრობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკრაინა დახმარებას კვლავაც მიიღებს როგორც აშშ-დან, ასევე სხვა ქვეყნებიდან და ისეთი გაერთიანებებიდანაც, როგორც ევროკავშირი და ნატოა. მთავარია ეს დახმარება მაქსიმალურად ეფექტიანი და დროული იყოს.
შეერთებული შტატები რომ უკრაინას დაეხმარება, ამაში ეჭვიც არ მეპარება… უკრაინა დახმარებას კვლავაც მიიღებს როგორც აშშ-დან, ასევე სხვა ქვეყნებიდან და ისეთი გაერთიანებებიდანაც, როგორც ევროკავშირი და ნატოა. მთავარია ეს დახმარება მაქსიმალურად ეფექტიანი და დროული იყოს
ლიდერების კრიზისს რაც შეეხება, ეს ბოლო პერიოდის სამწუხარო ტენდენციაა. თუმცა, ესეც კანონზომიერებაა, რადგან მსოფლიო პოლიტიკას თავის ფაზები აქვს და ძლიერ ლიდერებს აუცილებლად მოსდევს სუსტები.
ამასთანავე „ცივი ომის“ შემდგომმა პერიოდმა, ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებამ, დასავლეთი, განსაკუთრებით კი ევროპული ქვეყნები, ერთგვარი კომფორტის ზონაში შეიყვანა. პოლიტიკური პროცესებიც ამ ქვეყნებში გაცილებით მშვიდ კალაპოტში მიედინებოდა და ძლიერი ლიდერის მოთხოვნილებაც ნელ-ნელა გაქრა.
ახლა მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. მსოფლიო წესრიგი იცვლება, ძალთა ბალანსი დარღვეულია და კაცობრიობა ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია. სწორედ ასეთ დროს იბადება და იწრთობა ძლიერი ლიდერი. ამიტომაც ფიქრობ, რომ პოლიტიკური დეკადანსის ხანა დასასრულის ფაზაში შედის და შემდგომ რამდენიმე წელიწადში ახალი ტიპის ლიდერებს უნდა ველოდოთ.
მსოფლიო წესრიგი იცვლება, ძალთა ბალანსი დარღვეულია და კაცობრიობა ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია
– მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხზე ტრამპი საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, ბევრი ამერიკელი ვინც პოლიტიკაში საკმაოდ ერკვევა, არ თვლის, რომ არჩევის შემთხვევაში ტრამპი უკრაინას არ დაეხმარება.
ამას წინათ ამერიკელმა “დემოკრატმა” სამხედრო ექსპერტმა, გენერალმა კლარკმა, უკრაინასთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაცია საკმაოზე მკაცრად გააკრიტიკა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოში ლიდერობისთვის პრობლემებს თავად ამერიკა ქმნის.
მეტიც, ამერიკელი პოლიტიკოსები იმას ვერ ხვდებიან, რომ „აშშ და კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკური სანქციების ვერაფერს ავნებს“. გასულ კვირას ბრიტანულმა «The Guardian»-მა დაწერა – „რუსეთთან ომის მესამე წელი შეიძლება ზელენსკისათვის ყველაზე მძიმე და რთული აღმოჩნდეს“.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება?
– ვფიქრობ, ტენდენციად იქცა ტრამპსა და მის პოლიტიკაზე სტერეოტიპებით მსჯელობა. ის რომ არაორდინალური პოლიტიკოსია, ეს კარგად ცნობილი ფაქტია. მისი პოლიტიკური წარმატებებიც დიდწილად ამ არაორდინალურობამ განაპირობა. ამასთანავე შეიმჩნევა, რომ საკმაოდ ბევრგან, მათ შორის საქართველოში, ტრამპის პოლიტიკას განიხილავენ ამერიკული გადასახედიდან, როგორც ამას ტრამპის ამერიკელი კრიტიკოსები თუ მომხრეები აკეთებენ, მათი არგუმენტებით და არა ე.წ. „გარედან“ ხედივით.
ამიტომაც ხშირად მესმის არგუმენტები, რომლებიც საკმაოდ სადავოა. ასე მაგალითად, დონალდ ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომლის დროსაც უკრაინამ ძალიან სერიოზული სამხედრო დახმარება მიიღო(!); დონალდ ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც ასევე საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მტკიცე მხარდაჭერის ნაბიჯები გადადგა, როგორიც იყო თუნდაც ჯაველინების საკითხი, „საქართველოს მზადყოფნის პროგრამის“ ახალი სიცოცხლე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე და სხვა.
ფიქრობ, რომ პოლიტიკური დეკადანსის ხანა დასასრულის ფაზაში შედის და შემდგომ რამდენიმე წელიწადში ახალი ტიპის ლიდერებს უნდა ველოდოთ
დონალდ ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც გააძლიერა აშშ-ს სამხედრო ყოფნა პოლონეთში, რუმინეთში და ზოგადად რუსეთის უშუალო სიახლოვეში, რომლის დროსაც დაიძრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ახალი სიცოცხლე შეიძინა 3 ზღვის ინიციატივამ.
ასევე, სწორედ ტრამპის პირობებში, მიუხედავად წინასაარჩევნო რიტორიკისა, მოხდა ნატოს გაფართოებაც. თუნდაც ის არასრული ჩამონათვალი საკმარისია, რაც ტრამპმა პრეზიდენტობისას გააკეთა, რომ ეჭვით შევხედოთ იმ მოსაზრებას, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას უპირობოდ და აუცილებლად შეწყვეტს.
– იმის ფონზე, როცა ბაიდენი უკრაინისთვის დახმარებას ვერ ახერხებს, ტრამპი, როგორც ბაიდენი ამბობს პუტინს ეუბნება – „რაც გინდა ის აკეთე“, და ეს მაშინ, როცა რეიგანი გორბაჩოვს ეუბნებოდა – „დაანგრიე ბერლინის კედელი“, ევროპა ცდილობს უკრაინისთვის დახმარებას, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია არასაკმარისი რუსეთის დასამარცხებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი აცხადებს რომ „პუტინს ქედს არ მოუხრის“, პუტინი ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ცდილობს და გარკვეულ წილად ახერხებს კიდეც სტრატეგიული მიზნის მიღწევას – თუ ომის შეჩერებას არა, იმას, რომ უკრაინა ვერ ხდება ნატოს წევრი.
ასეთ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება უკრაინა-რუსეთის ომში ევროპის როლი. უფრო სწორად ევროპის მიერ უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა.
გერმანიამ რამდენიმე თვის წინ გამოყო 100 მილიარდი ევრო თავისი სამხედრო მრეწველობის აღსადგენად. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფრანგული კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა და უკრაინის დასაცავად განგაშის ზარები შემოჰკრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხში „წითელი ხაზები არ არსებობს“, თუმცა, მოგვიანებით დააზუსტა, „თუ რუსეთი კიევს, ან ოდესას შეუტევს.“
ამის ფონზე პოლონელმა მინისტრმა მ განაცხადა – „დასავლეთის ჯარები უკრაინაში წარმოუდგენელი არ არის.
გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა ნატოს ქვეყნების უკრაინა-რუსეთის ომში მონაწილეობა. თუმცა, ახლა რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ თუ უკრაინას იარაღის ნაკლებობა აქვს, რუსეთმა შეძლო სამხედრო მრეწველობის ამუშავება და წლის ბოლოს მისი მრეწველობა პიკზე იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა -რუსეთის ომი იმაზე მეტად დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე შეძლებს ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებლად უკრაინისთვის იმგვარი დახმარების აღმოჩენას, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთის არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეჩერება, არამედ ის, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
– კვლავაც გავიმეორებ, რომ სხვადასხვაა წინასაარჩევნო რიტორიკა და უკვე არჩეული პრეზიდენტის ქმედებები და ეს განსხვავება ნათლად ვიხილეთ 2016-20 წლებში ტრამპის პრეზიდენტობისას.
რაც შეეხება ევროპას, ვფიქრობ აშშ-ში მიმდინარე პროცესებმა და სირთულეებმა ნამდვილად გამოფხიზლების ზარის როლი შეასრულა და კომფორტის ზონაში მყოფმა არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ კრიტიკულად გადახედა საკუთარ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. დღეს ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება არა მხოლოდ ამერიკის, არამედ თავად ევროპული ქვეყნების დასაცავია.
თუნდაც ის არასრული ჩამონათვალი საკმარისია, რაც ტრამპმა პრეზიდენტობისას გააკეთა, რომ ეჭვით შევხედოთ იმ მოსაზრებას, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას უპირობოდ და აუცილებლად შეწყვეტს
ამიტომაც იზრდება თავდაცვის ბიუჯეტები, იზრდება ნატოში შენატანები, თითქმის გაქრა რომანტიზმი რუსეთის მიმართ. პრეზიდენტი მაკრონის განცხადებებიც ამის დასტურია. დიახ, დასავლური ჯარები უკრაინაში წარმოუდგენელი არ არის. ეს არ ნიშნავს რომ ისინი პირველივე დღეს ფრონტის ხაზზე დადგებიან, მაგრამ გარკვეული სტრატეგიული ობიექტის ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ვალდებულება შეიძლება იტვირთონ.
რაც შეეხება ომის დასასრულს. ომი, არ და ვერ დამთავრდება რუსეთის გამარჯვებით. ამაზე ყველა შეთანხმებულია. ახლა მთავარია საკითხია შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პუტინის მარცხი.
აშშ-ში მიმდინარე პროცესებმა და სირთულეებმა ნამდვილად გამოფხიზლების ზარის როლი შეასრულა და კომფორტის ზონაში მყოფმა არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ კრიტიკულად გადახედა საკუთარ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. დღეს ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება არა მხოლოდ ამერიკის, არამედ თავად ევროპული ქვეყნების დასაცავია
– ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია საკმაოდ მაღალია. საქართველოსთვის საფრთხეები გაზრდილია. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც, რომ სომხეთმა დსთ-ს ოდბკ-დან გამოვიდა და საკმაოდ ხმამაღლა აცხადებს, რომ სურს თავისი უსაფრთხოება ნატო-სა და ევროკავშირს დაუკავშიროს.
ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან გაქვთ ნათქვამი – „საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ დადებითის მომტანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ზოგადად ყველა ჩვენი პარტნიორისათვის. ერთადერთი, ვისაც საქართველოს წარმატება და სიკეთე ყელში ეჩხირება, რუსეთის ფედერაციაა“.
ამ მიმართულებით, რომ ხელისუფლება ფრთხილ ნაბიჯებს დგამს, გასაგებია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ იმავე უკრაინა-რუსეთის ომის გამო საქართველო სულ უფრო მეტად ხდება რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული.
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, იმის ფონზე თუ რა ხდება აშშ-ში და რა პროცესებს ვადევნებთ თვალს ევროპაში, თქვენ როგორ შეაფასებდით სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებას?
– ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს ევროპული და ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ დადებითის მომტანია ჩვენთვის და მთელი რეგიონისთვის. ევროკავშირი და ნატო არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას. რაც მეტად დაჩქარდება ინტეგრაციული პროცესები, მით უფრო გაიზრდება ჩვენი დაცულობაც და წარმატებული იქნება ქვეყნის განვითარებაც.
შარშან საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ახლა მთავარი გამოწვევა 9 რეკომენდაციის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა. აქეთკენ უნდა მივმართოთ მთელი ძალისხმევა, რაც ადვილი არ არის და განსაკუთრებით რთულია საარჩევნო წელს, როდესაც ვნებათაღელვა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება პიკს აღწევს.
ომი, არ და ვერ დამთავრდება რუსეთის გამარჯვებით. ამაზე ყველა შეთანხმებულია. ახლა მთავარია საკითხია შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პუტინის მარცხი
რა თქმა უნდა, ასეთ დროს იზრდება საფრთხეებიც, მით უფრო რომ რომ გვყავს მეზობელი, რომელიც წყლის კიდევ მეტად ამღვრევითაა დაინტერესებული. ამიტომაც გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე რუსეთთან ურთიერთობებში. ეს არ არის ის ქვეყანა რომელიც მიჯნავს პოლიტიკას და ეკონომიკას, პოლიტიკას და კულტურას, პოლიტიკას და სპორტს…
პირიქით, რუსეთის ყველას სტრატეგიული დოკუმენტი – უსაფრთხოების სტრატეგია, საგარეო პოლიტიკის დოქტრინა და ა.შ. ნათლად გვეუბნება, რომ ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, კულტურა, სპორტი და ა.შ. წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებს. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული გონიერება, რომ სწორად შევაფასოთ რისკები და დავინახოთ არა მხოლოდ ხილული, არამედ შენიღბული საფრთხეებიც.
შარშან საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ახლა მთავარი გამოწვევა 9 რეკომენდაციის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა. აქეთკენ უნდა მივმართოთ მთელი ძალისხმევა, რაც ადვილი არ არის და განსაკუთრებით რთულია საარჩევნო წელს, როდესაც ვნებათაღელვა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება პიკს აღწევს
რუსეთი ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ცდის ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიებს და მუდმივად ამოწმებს ჩვენს მედეგობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ კოორდინაციასა და ერთობლივ მუშაობას.
რამდენიმე თვეში ნატოს სამიტი გველოდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?