თემქის პოლიციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სარაჯიშვილის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მისული სულ მცირე 6 მოქალაქე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.
დემონსტრანტები “პირველებთან” ამბობენ, რომ ევროპული მომავლის მცველებს ხელბორკილები პირბადის ტარების გამო დაადეს.
ვიდექით, ვაპროტესტებდით უბრალოდ ჩვენთვის. მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის. მოგვარდა ეს ხალხი, არ ვიცი სად გაიზარდნენ. რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო, თქვენი იმედი, როგორ უნდა გვქვონდეს? დააკავეს ხალხი. შეიყვანეს ჩვენი მეგობრები, გოგოები, ბიჭები, არ ვიცი რამდენი. დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმის, ეს არის უსამართლობა. პირბადეების გამო დააკავეს ადამიანები. ამ სიცივეში რომ რაღაცა მეკეთოს, ამისთვის უნდა დააკავონ ადამიანი?!განუკითხაობაში ვცხოვრობთ”, – ამბობს მსვლელობის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე