საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის 6 მოქალაქე თემქის პოლიციასთან ნიღბის ტარებისთვის დააკავა.
მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციის შენობასთან მივიდნენ.
ჯგუფ დაიტოვეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიღბის ტარებისთვის დაკავებული მოქალაქეების ვინაობა ცნობილია.
“თემქაზე დაკავებული აქტივისტები: სონა კალანდაძე; გურამ მაცხონაშვილი; მარიამ პაიჭაძე; თამარა ჩუმაშვილი; რომან აკოპოვი; კიდევ ერთი მარიამი, ნიღბის ტარების გამო”, – ვკითხულობთ ჯგუფ დაიტოვეში.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები “ძირს ოლიგარქია”, “ძირს საპოლიციო რეჟიმი”.
