თემურ ჯანაშია – სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო საინტერესო იქნებოდა, მას რომ პოლარიზაციის დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადაედგა და – ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ალბათ, შინაარსიანი და უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის გადადგამდა ყველაზე დიდ ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ – ესაა ს შეწყალება და მისი გათავისუფლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ პარლამენტში 6 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის გამოყენებაც ახლა ზურაბიშვილს შეუძლია.
„დავესწრებით, მოვუსმენთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს და შეუძლია გააკეთოს ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი უკვე წლებია პოლიტიკური დევნის ობიექტია. ასევე ის არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ობიექტი,“ – განაცხადა ჯანაშიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე – ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია – რევოლუციური სცენარის ნაწილია