თემურ ჯანაშია – ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის – მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის

ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის – მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა არ აქვს, მოლოდინი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებს მიიღებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მივიღებთ. ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ ცვლის მაგიდის გარშემო სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის, არ ქმნის დოვლათს ქვეყნისთვის, არ ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არის გადაადგილება მთავრობაში, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის. ეს არის ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით