თემურ ჯანაშია – ეს არის ჩვეულებრივი ვენდეტა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს

ეს არის ჩვეულებრივი ვენდეტა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს, – ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ ექსპრეზიდენტ ს დღევანდელი პროცესი.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება.
„ალბათ, დღევანდელი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. მიუნხენის კონფერენციაზე მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიან მოპყრობას და რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე – მისი ხარჯები, მისი სტუმრად დაპატიჟება და ა.შ, ისიც ამ საქმეში დევს და შერაცხულია, როგორც პირადი დანაშაულებრივი მოქმედება. ეს არის ძირითადი ასპექტი ამ საქმის, ეს არის ჩვეულებრივად ვენდეტა, რომელსაც ს ხელისუფლება ახორციელებს . რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით მოგვარდება, ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ