თემურ ჭყონია: სანქციების გაძლიერება საჩუქარი ჰგონია ბევრს, ჩემთვის რომ დაეწესებინათ სანქციები, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი

ბიზნესმენის თემურ ჭყონიას განცხადებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია. ამის შესახებ ჭყონიამ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„სანქციების გაძლიერება საჩუქარი ჰგონია ბევრს. სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება,” – განაცხადა ჭყონიამ.
თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა შეხვედრას მართავს. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეკრება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ, თუ რა გავლენა იქონია არსებულმა ვითარებამ ეკონომიკაზე.
სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რაც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ თუ არსებული პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდა, 2025 წელი ეკონომიკური სტაბილურობისა და გაძლიერების თვალსაზრისით, სავალალო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)