თემურ ჭყონია – მე იმდენი რამ მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა – არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა

მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ სთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე განუცხადა.
„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული. მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“,-აღნიშნა ჭყონიამ.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება, ჭყონია აღნიშნავს, რომ „ცუდად“.
„ჩემი ორი მეგობარი რომ არის დაკავებული, შეწუხებული ვარ“, – აღნიშნა ჭყონიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – სიმართლემ უნდა იყვიროს! – თუ გადაწყვეტთ, რომ ისევ ციხეში წავიდეთ, დამტკიცდება, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს – ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას