თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, თემურ ჩალაბაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 72 წლისა გარდაიცვალა.

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.

ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ  ლიტერატურულ ჟურნალ “დროშა”-ში.  მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ “პირველ სხივში”, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა “მერანი”-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.

მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:2018 – თბილისის საპატიო მოქალაქე2011 – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიასაქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ივანე მაჩაბლისსახელობის პრემია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.

ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს.
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაშქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია, ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს.
თემურ ჩალაბაშვილი