თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

შოტლანდიის პრემიერ ლიგის ბინადარმა “მოზერვილმა” გვაუწყა, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი 44 წლის გერმანელი სპეციალისტი მიშელ ვიმერი გახდა.
ჩვენთვის ეს ყოველივე საინტერესო იმითაა, რომ შოტლანდიელებს ორი კანდიდატურა ჰყავდათ და ვიმერთან ერთად თემურ ქეცბაიას ვარიანტიც განიხილებოდა, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ გერმანელზე შეჩერდა.
გუნდის ახალმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ კლუბის სათამაშო სტილს მოერგება, ხელმძღვანელობასთან ძალიან დადებითი საუბარი ჰქონდა და ახალი სამუშაოს დაწყებას მოუთმენლად ელის.
· მარაო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში