თემურ ქეცბაიას სასტუმროს გახსნა უზნაძის ქუჩაზე გადაიდო

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე შპს „ტოკიო ჰოტელი“ სასტუმროს აშენებს.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზეა მითითებული, მიწის ფართობი 722 კვ.მ-ია, საერთო ფართობი 3040.7 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 13061.94 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 27.75მ.
საპროექტო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2022 წლის დასაწყისში მიიღო და სასტუმრო 2 წელში უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს „ტოკიო ჰოტელსმა“ შენობა ამ დრომდე ვერ დაასრულა. კომპანიამ ვადების გახანგრძლივების უფლება რამდენიმე თვის წინ მოითხოვა და შესაბამისი ნებართვაც მიიღო. გეგმის მიხედვით მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის არის ნავარაუდები.
შპს „ტოკიო ჰოტელი“ 2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ფართები გადაიფორმა. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ტოკიო ჰოტელის“ წილის მფლობელები არიან: შპს სანს ჰოტელ (44%), თემურ ქეცბაია (15%), დავით სვანაძე (13%), თეა ახალაძე (12%), ალექსანდრე ვეფხვაძე (12%), დავითი იმნაძე (4%). კომპანიის დირექტორი კი ირაკლი სამხარაძეა. თავის მხრივ, შპს სანს ჰოტელი დავით ლაშხიას და ვახტანგ ჩიქოვანს ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ