თემურ პაპასქირი – ურცხვი ტყუილია, თითქოს მოლდოვის ეკონომიკა საშინელ დღეშია, უზარმაზარ თანხებს იღებს ევროკავშირისგან და გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თემურ პაპასქირის განცხადებით, ეცდება, სამშვიდობო გეგმის ჩაშლა მას არ დამბრალდეს.
თემურ პაპასქირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ უკრაინისა და ს პოზიციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მხარეები ერთმანეთის მოთხოვნებზე ვერ თანხმდებიან.
პოლიტიკოსის შეფასებით, დრო რუსეთის მხარეს არ მუშაობს, თუმცა ს შესაძლოა სერიოზული სირთულეები შეექმნას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დახმარების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს.
“ის, რასაც თანხმდება, არ თანხმდება რუსეთი. რასაც რუსეთი ითხოვს, იმას ვერ დათანხმდება უკრაინა. ფორმულირება იმაშია, რომ ერთი მხარე ვერ დათანხმდება, მეორე – არ თანხმდება. დუგინმა წინა კვირას ძალიან კარგად თქვა, რომ რუსეთისთვის სინამდვილეში მიუღებელია „სამშვიდობო გეგმა“, მაგრამ მთავარია მისი ჩაშლა არ დამბრალდეს რუსეთს. ამან პირდაპირ აჩვენა ის, რომ რუსეთის ტაქტიკა იქნება ისეთი, რომ ეცდება არ ჩაშალოს შეთანხმდება, ზელენსკი ამას თითქმის ნახევარი წელიწადია აკეთებს. ამ შემთხვევაში დრო არ მუშაობს რუსეთის მხარეს, უკრაინას კი შეიძლება ძალიან გაუჭირდეს უახლოეს დროებში თუ -მ გადაწყვიტა დახმარების შეწყვეტა. საბოლოო ჯამში, ევროკავშირს გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია, რომ დეფიციტი აღმოფხვრას“, – განაცხადა პაპასქირმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თემურ პაპასქირმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, სადაც მ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილსა და უცხოელ პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე „მეორე ფრონტის“ გახსნაზე იყო საუბარი.
პაპასქირი პრემიერის სხვა განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობაზე კობახიძის შეფასებაც ტყუილია.
ურცხვად სტყუის, რადგან ასეთ სისულელეს არავინ მოსთხოვდა, მით უმეტეს, არავის სჭირდება ისეთი მოკავშირის ყოლა, რომელიც რამდენიმე დღესაც ვერ გაძლებს. არასდროს ყოფილა იმაზე საუბარი, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. რაც შეეხება სანქციებს, აქაც სხვანაირი მოთხოვნა იყო. დასავლეთი ითხოვდა იმას, რომ საქართველოს სანქციების საბოტაჟი არ მოეხდინა და არა ის, რომ საქართველო პროაქტიულად შეერთდებოდა და თავისი სანქციები დაეწესებინა. ურცხვი ტყუილია, თითქოს მოლდოვის ეკონომიკა საშინელ დღეშია. მოლდოვა უზარმაზარ თანხებს იღებს ევროკავშირისგან და მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია“,- განაცხადა პაპასქირმა.