თემურ კირბაიას სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მილიციელები დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმმა გაათავისუფლა. საქართველოს მოქალაქის მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე კი ოფიციალური თბილისი ისევ დუმს. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება მკვლელობის ფაქტზე და მოხერხდა თუ არა მკვლელების იდენტიფიცირება. მოკლულის ოჯახი ცხედრის მძიმე დაზიანებებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ელის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი