თემურ გორგაძე: ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა

ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში წერს.

გორგაძე იმ კომპანიას ასახელებს, რომელსაც იმედის ვებსაიტის სერვერი ეკუთვნის.

მისივე თქმით, ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ​ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.

ტვ „იმედი“, ბრიტანეთი, და სანქციები – ახსნილი გლეხურად:

​ვებსაიტი იმედი.ჯი გადასკუპდა ახალ სერვერზე, რომლის დასახელებაა ns1. ddos – guard. net. ​ვის ეკუთვნის ეს სერვერი?

კომპანია DDoS-Guard-ს.

​საიდან არის ეს კომპანია?

ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ​ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.

საიდან ვიცით ეს. ამის გასაგებას ჭირდება გუგლი და 2 წუთი.

არა ძმა რა , რა რუსული პროპაგანდა იმედი დამოუკიდებელი მედიაა,- წერს გორგაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…