ისეთ მახინჯ სისტემასთან დაჯახება, როგორც დღეს არის, ყოფილა წარმოუდგენელი და რაღც აუხსნელი უბედურება – ამის შესახებ სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც შვილის სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, თვითონ “ოცნების“ თანამდებობის პირებს და მომხრეებსსაც კი არ უსურვებს.
ეს რაღაც აუხსენლი უბედურება ყოფილა. ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, ქვეყნის უმრავლესობა ვართ ამ მახინჯ სისტემასთან დაჯახებული. თვითონ “ოცნების“ თანამდებობის პირებს და მომხრეებს არავის ვუსრუვებ მსგავს საშინელებას და ტრაგედიას, რაც მე დამემართა.
ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი თანაგრძნობა, ის კი არა, იმ დღიდან დღემდე მათ რა ჯოჯოხეთიც გამომატარეს, არ ვიცი, რა დავარქვა. მე როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, უკვე ვიცოდი, რომ დავეჯახე უსამართლო სისტემას, მაგრამ მის შემდეგ რაც ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაიწყეს, ეს იყო რაღაც, რასაც არც კი ვიცი, რა დავარქვა. ჩემ თავს ვეკითხები, როდემდე გაძლებ? მაგრამ მაინც არის ძალა, რომელიც გაძლებინებს. ელოდები და იმედით შეჰყურებ, – თქვა მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილი დაწრმუნებულია, რომ მოვა დრო და “ოცნება“ ამ ყველაფერზე პასუხს აგებს.
25 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. პანკისელი ახალგაზრდა 19 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.




