თელ-ავივში პოლიციამ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავა

თელ-ავივში, “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციის დროს, სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ღაზაში დარჩენილი მძევლების ნათესავები, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატარში დროებითი ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშკარა ჩაშლის ფონზე, მომიტინგეები თელ-ავივში შეიკრიბნენ და შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს. ზოგიერმა მათგანმა გზა გადაკეტა და მოძრაობა შეაფერხა.
მედიის ცნობით, ორი დაკავებული მომიტინგე ცხრა წლის ოჰად მუნდერ-ზიჩრის ნათესავია, რომელიც 7 ოქტომბერს დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად აიყვანეს მძევლად.
ს პოლიციამ განმარტა, რომ ოფიცრებმა თელ-ავივში უკანონო დემონსტრაციის დროს ოთხი დემონსტრანტი გზებზე მოძრაობის შეფერხებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება