თელ-ავივში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა გაიმართა

ისრაელში კვლავ გავიდა ათასობით მოქალაქე ქუჩაში და ჰამასთან (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) დაუყოვნებლივ შეთანხმება მოითხოვეს მძევლების განთავისუფლებისთვის.
გერმანიის რადიო იტყობინება, რომ თელ-ავივში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებმა მოითხოვეს ასევე ღაზის სექტორში ომის დასრულება. მათი აზრით, მხოლოდ ბრძოლების დასრულება მოიტანს მძევლების შინ დაბრუნებას.
თვეების განმავალობაში მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და ჰამასს შორის აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით. განიხილება სამეტაპიანი გეგმა. მის მიხედვით, უნდა მოხდეს 120-მდე ღაზაში დატყვევებული მძევლის გაცვლა ს ციხეებში მყოფ პალესტინელებზე. ამასთან, მოლაპარაკების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა.
7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებულ ომს, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, თითქმის 39 ათასი პალესტინელი შეეწირა. დაშავებულ პალესტინელთა რაოდენობა, ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 89 ათასს გადასცდა.